საგარეო საქმეთა მინსიტრი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ჟენევაში დააყენებს

ქართველი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის საქმე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკითხს ჟენევაში დააყენებს. მიხეილ ჯანელიძეს ოფიციალური შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივანთან და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან აქვს დაგეგმილი. ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოხდეს ამ უმძიმეს ფაქტზე:
„მთელი სიმკაცრით დაისმება პირველ რიგში საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინციდენტებზე, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეებში არჩილ ტატუნაშვილის ფაქტთან დაკავშირებით, მისი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ისევე როგორც ბუნებრივია ვერ აუვალთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს, რომელიც არის საფუძველი რათა მოხდეს ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვა,“-განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვა, სერიოზული შეშფოთების საგანია – ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ისაა მწერი-ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულიც არის“- დავითაშვილი