საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავთ, ზოგად განცხადებებს თავი დაანებოს და კონკრეტულ კითხვებზე გაგვცეს პასუხები

„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიხეილ ჯანელიძემ ზოგად განცხადებებს თავი უნდა დაანებოს და კონკრეტულ კითხვებს უნდა უპასუხოს.

”ევროპულმა საქართველომ” სხდომაზე დავაყენეთ ისეთი სერიოზული გამოწვევები, რაც ჩვენს საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას აქვს. რუსეთმა კიდევ ერთხელ უხეშად შელახა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ამ ფონზე ვხედავთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გაურბის შეკითხვებს ძალიან სერიოზული შესაძლებლობების შესახებ, როდესაც, მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტი გვთავაზობს, რომ ითანამშრომლებდა, რათა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გახდეს რუსეთის სანქციების საგანი. ჩვენ ვერ მივიღეთ მინისტრისგან კითხვაზე პასუხი, თუ რატომ ხდება ესე. თვეების განმავლობაში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრს, მოვიდეს პარლამენტში. ეს ადგილი იმისთვის არსებობს, რომ მთავრობა მოვიდეს და ოპოზიციას გასცეს პასუხი ფუნდამენტურ გამოწვევებზე. სამწუხაროდ, ვერ ვიღებთ პასუხებს მინისტრისგან, როდის მოვა და როდის ვისაუბრებთ ამ საკითხზე. იქნებ ვთანხმდებით და საერთო ფრონტით ვუტევთ რუსეთს ყველა ერთად, როგორც უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში, იქნებ რას გვპასუხობს იმაზე თუ რატომ ვამბობთ უარს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყოს რუსეთის სანქციების მიზეზი. ამ კითხვებზე აუცილებლად უნდა ისაუბროს და ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავთ, ზოგად განცხადებებს დაანებოს თავი და კონკრეტულ კითხვებზე გაგვცეს პასუხები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ რეაბილიტირებულ ქუჩას თუ უბანს დავუტოვებთ დედაქალაქს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – სტრასბურგის სასამართლოში მოქალაქეების მიმართვიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც ერთ წელს არ ყოფილა