საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

mixel-janelidzeროგორც ჟურნალისტებს ჯანელიძემ განუცხადა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია – განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით.მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი წელია ევროინტეგრაციის პროცესისათვის.

„ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ახალი დღის წესრიგია შესამუშავებელი, სხვა სექტორული თანამშრომლობაა გასაღრმავებელი. ასევე, მნიშვნელოვანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მნიშვნელოვანი მოვლენაა ვარშავის სამიტი, ასევე, სხვა ღონისძიებები, რომელიც წლის განმავლობაში გაიმართება და სადაც მნიშვნელოვანია პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა. ჩვენ ასეთი თანამშრომლობისათვის მზად ვართ. ერთობლივად გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნისთვის და ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის არის მნიშვნელოვანი“, – დასძინა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმედია: დევიდ ბოუის ცხედრის საიდუმლო კრემაცია ნიუ-იორკში
შემდეგი სტატიატაჯიკეთი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე მშიერია