20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობად განისაზღვროს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობად განისაზღვროს. ასევე, შესაძლებელი ხდება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭოს.

ცვლილებები, რომლითაც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი ფართოვდება, “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება მისთვის რანგის შესაბამისი დანამატის – ყოველთვიურად 1 360 ლარის გაცემას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმეს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს – ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად