საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია სამეგრელოს რეგიონს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად სამეგრელოს რეგიონს ეწვია.

შეხვედრები გაიმართა ქ. ზუგდუდში, კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ენგურის ხიდი მოინახულეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მხარეს შევახსენებთ, რომ არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა – საგარეო მოსკოვს პასუხობს
შემდეგი სტატიამედეა ჯანიაშვილი: ფორბსის მიერ ვარძიის აღიარება კორონავირუსის პირობებში არის ერთერთი ძალიან დიდი წარმატება