საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მიხაილ მიატლიკოვთან.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლოს ცენტრის საქმიანობა. ბელარუსულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია სასწავლო ცენტრში მიმდინარე გრძელვადიანი და მოკლევადიანი კურსებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრის ბოლოს, ბელარუსულ მხარეს გადაეცა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ბუკლეტები.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ში პარტიების დაფინანსების თემაზე განმარტება გაკეთდა
შემდეგი სტატიაგოგუაძე: როგორ უნდა გახდე იმ მთავრობის წევრი, რომელსაც პოლიტპატიმრების ყოლაში ამხელ?