საგარეო საქმეთა მინისტრი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ჯონ კერისთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის ნატოს სამიტიც.

შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე გამახვილდა.

მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა კონგრესმენებთანაც. ის სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოშიც.

“ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ, რომ ვარშავის სამიტი იყოს წარმატებული საქართველოსთვის,“ – აღნიშნა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშითქვენ არსებობთ არა იმისათვის რომ ქვეყანა გადაგვიქციოთ პორნოფილმების სტუდიად
შემდეგი სტატიათსუ-ში ვითარება უცვლელია – პროტესტი გრძელდება