საგარეო საქმეთა მინისტრად შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი დაინიშნოს

არსებული ინფორმაციით ახალ მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად სალომე ზურაბიშვილი განიხილება.

ცნობილია რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში იმყოფება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და “საქართველოს გზის” ყოფილი ლიდერი უცხოეთიდან საქართველოსკენ 23 დეკემბერს გამოემგზავრა.

კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად განიხილება, მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც დღემდე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.

2003-2004 წლებში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობის შემდეგ 2004 წლის მარტში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

 

წყარო: pia.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილის დანიშვნა რეალურად არაფერს შეცვლის