საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მუშაობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებს.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დაფუძნდება ცენტრი, რომელიც ევროპული მმართველობისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს, ასევე გასწევს საკონსულტაციო მომსახურებას.

„გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისას, ახალა უკვე სამოქალაქო სექტორიდან და სხვა ორგანიზაციის მეშვეობით ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ. ისევ იმ თემებზე ვიმუშავებ, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ცენტრის მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესგარემო, ევროპული რეფორმები და ევროპული ინტეგრაცია”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“წინასწარ აქვს პირობა მიღებული, იმის თაობაზე, რომ ამ საქმეზე იქნება გამამტყუნებელი განაჩენი”- ბექა ბასილაია ეკა ბესელიაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის