საგარეო კურსი და თვითმმართველობაში არსებული ვითარება – NDI კვლევას გამოქვეყნებს

საქართველოს საგარეო კურსი, მის განვითარება, ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული ვითარება და პოლიტიკაში ქალების ჩართულობა – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ამ მიმართულებით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს გაასაჯაროებს.

დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მხოლოდ ნაწილი გახდება ცნობილი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებს უჭერს მხარს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხვა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა და მასში 3 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას ასახავს, ოთხშაბათს გამოქვეყნდება.

„პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქალების პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით. გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობისთვის ძირითად პრობლემად ისევ ეკონომიკური ასპექტები რჩება. საქართველოს მოქალაქეების საგარეო პოლიტიკის ხედვა კვლავ სტაბილურია. უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებს უჭერს მხარს. ოთხშაბათს კი იმის შეფასება მოხდება, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი ჩატარებულ არჩევნებს. იყო ის უფრო ძალადობრივი, ვიდრე 2012 წელს თუ ნაკლებად. იყო თუ არა დაშინება და როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შესრულებულ სამუშაოს,“ – განაცხადა ლორა ტორნტონმა.

banner
წინა სტატიაშიგურიაში “ლიბერთი ბანკის” მომსახურების ცენტრი გაქურდეს
შემდეგი სტატიაგაჟღერებული რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას – კახა კალაძე ლარიზაციის გეგმაზე