საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი – საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოში მომიტინგეების თვითნებური დაკავების, მათ მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული“, – აცხადებს კაია კალასის პრესსპიკერი.

banner
წინა სტატიაშიმურთაზ ზოდელავა: ყველაფერი რაც დღეს მოხდა, იმიტომ, რომ….
შემდეგი სტატია“გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა გავზარდოთ მათი ანგარიშვალდებულება, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას”-მილერი