საგარეო და უკრაინული დაზვერვა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს – თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

უკრაინის დაზვერვა და საგარეო დაზვერვა არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს, – ამის შესახებ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.
„ატომური იარაღი რუსეთის ბოლო კოზირია. ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ასეთი იარაღი. საგარეო დაზვერვა, რომელთანაც უკრაინა თანამშრომლობს, ასევე, არ ადასტურებს მსგავს ინფორმაციას“, – განაცხადა სპიკერმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე დღეა, ისევ ხდება ჩემი სახელის ხელოვნური მიწებება ნაგვის მჭამელი პოლიტიკოსების მხრიდან ტენდერზე, რომელიც თანამედროვე ტიპის ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადდა – ოდიშარია
შემდეგი სტატიამედვედჩუკის მეუღლემ უკრაინის ხელისუფლება მისი ქმრის წამებაში დაადანაშაულა