საგარეჯოში “თევზების ტბების” მეწილე დაჭრეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. საუბარია “თევზების ტბების” ერთ-ერთ მეწილეზე, რომელსაც დაზიანებები მისმავე ნაცნობმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დავით აზარიაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის კონკრეტული მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულის სახლი პოლიციამ უკვე გაჩხრიკა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები ამოიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში ძლიერი წვიმის შედეგად ავტობუსი დაიტბორა (ვიდეო)
შემდეგი სტატიამერკელი და მაკრონი თვლიან, რომ მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია