საგარეჯოში, სკოლასთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა – დაშავდა 6 მოსწავლე

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – გარდაცვლილია 1 პირი და დაშავდნენ სკოლის მოსწავლეები. შემთხვევა ქალაქ საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილის დაშავებული 6 მგზავრი კი, რომლებიც საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, “ჯეოპისპიტალსში” გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ნაწილებად არის დაშლილი.

შემთხვევის ადგილას პოლიცია იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ერთ-ერთი „ლეიტენანტის“ დასანქცირებით აშშ-მ ნათელი გზავნილი მისცა ივანიშვილს, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება იმუნიტეტი, რადგან რაიმე ოფიციალურ პოზიციას არ იკავებს
შემდეგი სტატიახვიჩია – პარტნიორმა ქვეყანამ დაასანქცირა მოსამართლეები და ყოფილი გენპროკურორი, პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ ქვეყანას მართავენ ძალოვანი უწყებები