29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად 20 წლის გოგო დაიღუპა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში 12 დღე მკურნალობდა, გარდაიცვალა.

ლამია ალახვერდიევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრია. უბედური შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლში სოფელ თულარში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამზარეულოში გაზმა გაჟონა და აფეთქდა, რა დროსაც გოგონამ სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი კობახიძეზე: ეს ბატონი ოფიციალურად შევა ისტორიაში როგორ პუტინისგან დანიშნული დიქტატორის ფეხის მბანელი
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი ზელენსკიზე: ის ფიურერია