14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

საგარეჯოში, “ორი ნაბიჯის” მაღაზიაში მამაკაცმა კარის მინები ჩაამსხვრია — დაკავებულია 1 პირი

ინციდენტი მოხდა საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ორი ნაბიჯის“ ქსელურ მაღაზიაში. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

ადგილობრივების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს მაღაზიის პერსონალთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც მან ობიექტზე კარის მინები მუშტით ჩაამსხვრია.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 112-ის ბრიგადა გამოიძახეს და მამაკაცი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მან აგრესიული ქცევა კლინიკაშიც გააგრძელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, მამაკაცი ასევე ადმინისტრაციული წესით, 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე მას შესაბამისი ბრალი ოფიციალურად წარედგინება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ დონეცკში რუსეთის არმიის შტაბზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიათბილისობის ღონისძიებებისთვის დედაქალაქის მერია 3 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს