საგარეჯოში ირანის მოქალაქე ცხელ გუდრონში ჩავარდა

პოლიციელმა 75 წლის ბაბუა სცემა?!

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, 1979 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე ალი რეიჰანი, რომელიც სოფელში სახლს აშენებდა, ცხელ გუდრონში ჩავარდა.

ალი რეიჰანი უმძიმესი მდგომარეობით ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში მიიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, მამაკაცს სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა, ამიტომ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. „მეფედრონის“ მიღების შედეგად 19 წლის გოგონას გარდაიცვალების ფაქტი არ დადასტურდა
შემდეგი სტატიაექსპერტიზის ეროვნული ბიურო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცედურებზე განმარტებას აკეთებს