საგარეჯოში ენმ-ის წევრებსა და მხარდამჭერებს „ოცნების“ მიერ შექმნილი ძალადობრივი ჯგუფი დაესხა თავს – “დროა”

საგარეჯოში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს პარტია “დროა” განცხადებით ეხმაურება და თავდასხმის უშუალო ორგანიზატორად “ოცნების” ხელისუფლებას ასახელებს:

“დღეს, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის უსაფრთხოდ. სახელმწიფო მიტაცებული აქვს „ქართული ოცნების“ რუსულ ხელისუფლებას, რომელიც არა მხოლოდ წამხალისებელი, არამედ კრიტიკულად განწყობილ ყველა ინდივიდსა თუ ორგანიზაციაზე ფიზიკური თავდასხმის უშუალო ორგანიზატორია.
დღეს, საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სწორედ „ოცნების“ მიერ შექმნილი ძალადობრივი ჯგუფი დაესხა თავს.
გარდა იმისა, რომ ღრმა კრიზისში მყოფი ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, მსგავსი დაპირისპირებები გამიზნულად უშლის ხელს ქართული სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივას.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ მშვიდობა და მტკიცე და დაუღალავი ბრძოლით მოვაშოროთ რუსული ხელისუფლება ქვეყანას. მსგავსი ძალადობრივი მეთოდები სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს ისტორიას.” ნათქვამია დროას განცხადებაში.

შეგახსენებთ, საგარეჯოში ენმ პენსიონერებთან შეხვედრას გეგმავდა, შეხვედრის დაწყებამდე კი ადგილზე “ოცნების” პარტაქტივი მიიჭრა. ისროდნენ ქვებს, ძალადობდნენ ფიზიკურად და ტრადიციულად, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ. მოძალადეების ნასროლი ქვა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ია გულიაშვილს მოხვდა. დაზიანდა კამერაც.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის საგარეო მინისტრი – თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთს ადეკვატური რეაქცია ექნება
შემდეგი სტატიარატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ვარდებით არ შეხვდებოდნენ – მაჭარაშვილი საგარეჯოში მომხდარ ძალადობაზე