საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ ნინოწმინდასთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ფორდ ტრანზიტისა და ტრაილერის ტიპის მანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება სწავლობს. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ- კრიმინალისტთა ჯგუფი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სამმა კომიტეტმა ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაგაბუნია – საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა, განვაგრძობთ აქტიურ მონიტორინგს