საგარეჯოში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სოფელ პატარძუელში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის ხიდზე მოხდა. ერთმანეთს ,,ტოიოტას” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახnen,რის შედეგადაც ორივე მანქანის მძღოლი და ერთი მგზავრი მძიმედ დაშავდნენ. სამივე მათგანი მრავლობით ტრავმებით საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი პარიზში, „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის’ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს