საგარეჯოს სასაკლაოს მომწყობი აგვისტოს ომის მონაწილე იყო

თავდასხმელი 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსის, გია ედილაშვილის განცხადებით, ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც საგარეჯოში მეზობლებს და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ვეტერანთა აღრიცხვის ერთიან ბაზაში, როგორც ვეტერანი ირიცხებოდა და აგვისტოს ომის მონაწილე იყო,-ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” აღნიშნა.
“ნოდარ ათუაშვილი იყო ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ის 2006 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად მას გავლილი ჰქონდა 4 კონტრაქტი, იყო 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილე, ირიცხებოდა პირველ ქვეით ბრიგადაში და ასევე, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში”, – განაცხადა გია ედილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიBloomberg: კრემლი უკრაინული საფრენი აპარატების თავდასხმისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში ,,ჯიჰადის მანქანის” წარმოების დაწყებას გეგმავენ