საგარეჯოს რაიონში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმეს საგარეჯოს საპატრულო პოლიცია იძიებს.

banner
წინა სტატიაშიციხისძირის ახალ პარკს ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურიდია: კავკასიაში ომი დაუშვებელია