15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 40 წლამდე კაცს სასტიკად სცემეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, 40 წლამდე კაცს სასტიკად სცემეს – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა პოლიციის შენობის უკან მდებარე ობიექტზე მოხდა. ახალგაზრდები თანასოფლელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც კონკრეტულ ჯგუფსა და 40 წლამდე კაცს შორის სიტყვიერი უთანხმოება დაიწყო.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. კაცი შენობის გარეთ გაიყვანეს და სასტიკად სცემეს. მან დაზიანებები გულ-მკერდისა და მუცლის არეში მიიღო. დაშავებული საგარეჯოს კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისიმონ ჯანაშია: სკოლებში სწავლა იწყება 15 სექტემბერს, სახელმძღვანელოები შეცვალეს პირველ, მეშვიდე და მეცხრე კლასებში, მაგრამ ისინი მასწავლებლებს ჯერ ნანახი არ აქვთ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: სამხედროებზე ხელის დადება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურება