საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, თუმცა ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად მოახერხეს.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური იყო გამოძახებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.








