საგარეჯოს გამგებლის მოადგილე – დიდი ჩაილურის ტყეში ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული

საგარეჯოში, სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული, – ამის შესახებ  საგარეჯოს გამგებლის მოადგილემ, პაატა ასრათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის ძირითადი კერები დილით დაფიქსირდა, რის შემდეგაც ინტენსიურად მიმდინარეობს მისი ლოკალიზება, თუმცა სიტუაციას რთულად მისადგომი გზა ართულებს.

”ადგილზე მხოლოდ მძიმე ტექნიკა ახერხებს მისვლას, ცეცხლი კი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული”, – განაცხადა პაატა ასრათაშვილმა.
ტყის მასივში, ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე მაშველების რამდენიმე ჯგუფი და მოსახლეობა ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიციხისძირთან, საქორწინო ესკორტი ავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიადაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა