28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსის გზიდან გადავარდნის შედეგად, მძღოლი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა

საგარეჯოში საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზიდან გადავარდა – დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 1 მგზავრი.

ადგილობრივების ინფორმაციით მუნიციპალური ავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე, სავარაუდოდ, მოცურდა და გადაბრუნდა, შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია

banner
წინა სტატიაშიიტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ეწინააღმდეგება ე.წ. რიყის დოქების დაგეგმილ დემონტაჟს
შემდეგი სტატიაშაიშმელაშვილი: საქართველოს მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რუსეთის ოფიციალური პირები რატომ აქებენ “ოცნების“ ლიდერებს