გიორგი კვირიკაშვილი: საგანმანათლებლო სისტემაში სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მთავრობის ოთხი ძირითადი პრიორიტეტი გააცნო.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების რეფორმების მეოთხე და მთავარი ბლოკი საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა იქნება.

“ვფიქრობთ, რომ რამდენიმე მიმართულებით ძალიან სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი. 3 უმთავრეს მიმართულებას გამოვყოფ. ეს, უპირველეს ყოვლისა, პროფესიული განათლების განვითარება და პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლება ქვეყანაში. მეორე – ეს არის ზოგადი განათლების რეფორმა და მესამე – ეს გახლავთ უმაღლესი განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც დაეფუძნება დინამიურ კვლევას იმ მოთხოვნებისა, რომელიც ქვეყანაში არსებობს არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ სხვა სპეციალობებში, რათა მაქსიმალურად სწორად იქნას დახარჯული სამთავრობო რესურსი, რომ ჩვენ არ ვაწარმოებდეთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს დღეს ხდება, სამწუხაროდ. ეს არის მოკლედ ის პრიორიტეტები, რაზეც ჩვენ უახლოს პერიოდში უკვე დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას წარმოვადგენთ”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდი კაპრიოს პუტინის როლის შესრულება სურს
შემდეგი სტატიამთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გეგმავს