14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  პარლამენტს ინიციატივით მიმართა, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება. 

გავრცელებული ინფორმაციით,  გასული წლის დეკემბერში, უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის ახლებურად განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გულისხმობს კრედიტების შეცვლილი რაოდენობის სავალდებულო გავრცელებას 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ ყველა სტუდენტზე – როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე.

როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული რეგულაციის პრაქტიკული იმპლემენტაცია 2025 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ჩარიცხულ მაგისტრანტებთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის.

„კერძოდ, სტუდენტები უკვე სწავლობენ მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე, სადაც პირველ სემესტრშივე გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტები. სტუდენტებს უკვე ათვისებული აქვთ პირველი სასწავლო წლის 30 კრედიტი, ხოლო საგაზაფხულო სემესტრი დაგეგმილია და მიმდინარეობს არსებული კურიკულუმების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით პრობლემურია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაცია შეცვლილ კრედიტების რაოდენობასთან.

რაც შეეხება დოქტორანტურის საფეხურს, კანონში განხორციელებული ცვლილებით კრედიტების რაოდენობა არ შეცვლილა – პროგრამის ხანგრძლივობა კვლავ შეადგენს არანაკლებ 3 წელს. შესაბამისად, ზოგადი ფორმულირების გავრცელება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ დოქტორანტებზე სამართლებრივად და შინაარსობრივად მოკლებულია საფუძველს“, – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშილიბანის პრეზიდენტი: ისრაელთან ნებისმიერი პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა
შემდეგი სტატიათაღლითები პენსიონერების 125 000 ლარს დაეუფლნენ – პროკურატურა