საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოხალისედ დარეგისტრირება ქალებსაც შეეძლებათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხალისედ დარეგისტრირება ქალებსაც შეეძლებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

მოხალისეთა რეგისტრაცია 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება და პროგრამაში ჩართვა საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქეს შეეძლება, ვისაც უკვე შესრულდა 18 წელი.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან ქალებს ზღვაზე სამაშველო სამსახურში მუშაობის შესაძლებლობაც მიეცემათ.

“მოხალისეების რეგისტრაცია 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. ჩვენ თანაბრად ვუწყობთ ხელს, რომ გვყავდნენ მამაკაცი და ქალი მოხალისეები. უშუალოდ ქალების ჩართვა ინტენსიურად მოხდება მომავალი ზაფხულის სეზონისთვის წყალზე სამაშველო სამსახურშიც. ჩვენ უკვე ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე, რომ ქალი საზღვაო მაშველი გვყავდეს მომავალი წლიდან”, – განაცხადა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაზაზა ოქუაშვილი არასამთავრობოების კითხვებს სკაიპის საშუალებით უპასუხებს