საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

ხაშურში, სოფელ ცედანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ ეტაპზე დარჩენილია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მათივე ცნობით, დილიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი.

ცნობისთვის, ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა. მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა.

ტყის ხანძარს სოფელ ცედანში ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ.

banner
წინა სტატიაშირომელ მედიკამენტებზე მცირდება ფასები 3 სექტემბრიდან და ვინ ისარგებლებს შეღავათით?!
შემდეგი სტატიარუხაძემ ჰოლანდიურ სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი წააგო