საგანგებო სიტუაციების სააგენტოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სოფელ დაბას მიმდებარედ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, „ქარის გამო ნახანძრალ ტერიტორიაზე მტვერდება დამწვარი მასა, რის გამოც ადგილზე შესაძლოა დაკვამლიანება შეინიშნებოდეს“.

მათივე განმარტებით, მთელ პერიმეტრზე ამ დრომდე მიმდინარეობს მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის დამუშავება.

banner
წინა სტატიაში,,თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრისგან”
შემდეგი სტატიამინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისთვის, რომ ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის