საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ში დაბრუნების საკითხზე გადაწყვეტილება მთავრობამ და პარლამენტმა უნდა მიიღონ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს სამსახურის შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ხუციშვილის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ში დაბრუნების საკითხზე გადაწყვეტილება მთავრობამ და პარლამენტმა უნდა მიიღონ.

“ეს არის მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტი. ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ასე რომ დაველოდოთ”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შს სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უწყება, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება, კვლავ შს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდება და ამ ფორმით 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისამხედრო ავიაციის დღე – საჰაერო თავდაცვის სარდლობას პროფესიული დღე პრემიერმა მიულოცა
შემდეგი სტატიაქართველი ხალხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებები მეხსიერებიდან არ იშლება- კახა კალაძე