საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

 

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

რთული რელიეფის და ხილვადობის არარსებობის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება.

ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

სოფელ ორმოცთან მობილიზებულია 40-მდე მეხანძრე-მაშველი.
მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.

დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ასევე, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება 200 მეხანძრე-მაშველამდე-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ისა და, საღამოობით, მობილურზე თქვენც ელოდებით ზარს მავანისგან თუ…
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – დეკანოზ მამალაძის საკითხზე გადაწყვეტილებას ყველა გარემოებიდან გამომდინარე მივიღებ