საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – შენობაში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

„პირველადი ინფორმაციით, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც დაშავდა ორი მუშა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასიონის ტბაში კაცი ნავიდან გადავარდა და დაიხრჩო