საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს აფრთხილებს.

„დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიზვიად ქორიძე : დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა