საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ
მნიშვნელოვანი
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ
სხვა სტატიები
- თურქეთში გარდაცვლილთაგან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე – საგარეო საქმეთა სამინისტრო
- ,,უკონტაქტო პატრულირებას GPS რეგისტრატორები მოახდენენ“ -არჩილ თალაკვაძე
- ირაკლი შონია – მიუხედავად იმისა რომ პრემიერის მხრებზეა იმ სირთულის დაძლევა,რომელსაც მსოფლიო გაჭირვებით უმკლავდება, ვიცი რომ მისთვის 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა და კანცელარიის შენობაში და არც სახლში არ გაჩერდებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
„იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში. დილის შემდეგ შემოვიდა შეტყობინება ხანძრების შესახებ ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება. სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. სამივე ლოკაციაზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დილის შემდეგ ხანძრის შესახებ შეტყობინება შემოვიდა აბაშიდან, სოფელ წყემიდან.
ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ასევე მეხანძრე-მაშველების ქვეითი შემადგენლობა. შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარის, მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა, ასევე მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.