საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 4, 2020 01:30

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

სხვა სტატიები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე ორ წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო ერთი ქალი და ოთხი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახს“, – აცხადებენ უწყებაში.

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. მომხდარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 4, 2020 01:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics