საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი – დღის ბოლომდე კახეთში და თუშეთის ყველა ლოკაციაზე სიტუაციის გაუმჯობესებას ველოდებით

დღის ბოლომდე კახეთში ყველა ლოკაციაზე სიტუაციის გაუმჯობესებას ველოდებით, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოს სირაძემ ჟურნალისტებს საგანგებო შტაბში განუცხადა.

როგორც სირაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე დამაიმედებელი ვითარებაა შილდას და თუშეთის ლოკაციებზე. რაც შეეხება ართანას მიმართულებას, მისი ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

”ბოლო მდგომარეობით ლოკაციებზე ვითარება სტაბილურია. შილდას მიმართულებით დღის განმავლობაში, დიდი ალბათობით, გამოცხადებული იქნება ლიკვიდაცია. რაც შეეხება თუშეთის მიმართულებას, ადგილზე მოხდა წყლით სავსე ავზების მიტანა ვერტმფრენის მეშვეობით და დღის განმავლობაში, სავარაუდოდ საგრძნობლად გაუმჯობესდება სიტუაცია. რაც შეეხება ართანას მიმართულებას, ორი მხრიდან გრძელდება ხანძრის კერების და ნიადაგის დამუშავება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებითაც სასიკეთო ცვლილებები გვექნება დღის ბოლომდე”, – განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს აჭარასა და კახეთში ხანძართან დაკავშირებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიახულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული და თურქული ვერტმფრენები ჩაერთვებიან