საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები, რეკომენდირებულია:

• არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში;

• სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდურეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე;

• გაეცნოთ პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას;

• თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე, შეინახეთ სახანძრო- უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;
ამასთანავე, მნიშვნელოვნად იზრდება შენობა-ნაგებობების დაზიანების საფრთხეც. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით:

• არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას;

• ნუ დადებთ ღია აივანზე ნივთებს, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი სწრაფად მოედოს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა 2017 წელს აფასებს
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს