საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური დამსვენებლებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური დამსვენებლებს შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს.

საგანგებო სიტუციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე კი, პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს.

ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში.

„ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ თავი გაიპამპულა, მკვლელის გვარი სად არის, რატომ ვერ დაადგინეს და მთელი ეს გამოძიება რისთვის ჩაატარეს
შემდეგი სტატიაქობულეთში უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ძმა პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდა