საგანგებო შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო შემოფრენა

 

საგანგებო შტაბი კახეთში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. შტაბის
წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ
ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან
ერთად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. ცეცხლის ქრობის პროცესი
ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ალპურ ზონასა და ტყის ფოთლოვან ნაწილში.
ადგილზე არსებული რთული რელიეფური პირობების გამო, მეხანძრე-მაშველები
ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებს იყენებენ. ხანძრის სალიკვიდაციო
სამუშაოებში დილიდან ჩართულია სამი ვერტმფრენი.

ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება მთა-თუშეთშიც, სოფელ
ხახაბოსთან, ტყის მასივში არსებულ ხანძრის კერებზე. რთული რელიეფის
მიუხედავად, მთის ფერდობზე შესაძლებელი გახდა წყლის ხელოვნური
რეზერვუარების დამონტაჟება და კერების დამუშავება. ადგილზე მუშაობენ
მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ცეცხლის
ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი.

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ ნახანძრალი
ტერიტორიის დამუშავებას. ცოცხალი ძალა ადგილზე ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე
დარჩება.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალ მემკვიდრეს ელოდება – ქეით მიდლტონი ფეხმძიმედაა
შემდეგი სტატიაცესკო-ს განცხადების საფუძველზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო