საგანგებო შეკრება კობახიძის კაბინეტში-ხმაურიან სხდომაზე გამოცხადებული შესვენების პარალალურად მმართველი გუნდი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება

ხმაურიან სხდომაზე გამოცხადებული შესვენების პარალელურად ირაკლი კობახიძის კაბინეტში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან. სავარაუდოდ საპარლამენტო უმრავლესობა დღევანდელი დღის წესრიგის საკითხებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ ხმაურით დაიწყო. ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ და შემდეგ ემსჯელათ კანონპროექტზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.

სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და როგორი იქნება რედაქტირებული ვარიანტი.

ოპოზიცია დროს ითხოვდა, რათა დეპუტატები ახალ პროექტს გაცნობოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ოპონენტები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს მიმართა და სთხოვა, რომ სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : ოპოზიციის ვალდებულება იყო პროცესი შეგვეჩერებინა და მცირე დრო მაინც გვქონდეს იმის გასაცნობად, რა წერია უმრავლესობის კანონპროექტში
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ