მოსკოვში წუხელ ისევ ხმაურიანი ღამე იყო – ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოს აეროპორტებში საგანგებო რეჟიმი “Кавер” ამოქმედდა.
შეწყვიტილი იყო თვითმფრინავების მიღება და გაშვება, მიზეზი კი ცაში უკრაინული დრონების გამოჩენა იყო.
სამი რეისი გადამისამართდა სარეზერვო აეროდრომებზე. ხოლო რეისი მოსკოვი— სოჭი ამ დროისთვის რუსეთის დედაქალაქის მახლობლად წრეზე დაფრინავს.
აფეთქებების ხმა ისმის რამენსკოეს, მისაილოვოსა და ნარო-ფომინსკის რაიონებში.