საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს

საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცროს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება ლენტეხში.

პრემიერის თქმით, მთავრობა ელოდება ტესტების შედეგებს ლენტეხიდან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება.

„ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში უკვე უნდა შევამჩნიოთ, რომ რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და ეს გასათვალსწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, რადგან ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული-ბოლნისი, ახლა გაჩნდა ლენტეხი, სამეგრელოში არის ასევე რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში არის. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება დღის ბოლოსთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური : ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია