საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის სამეგრელოში 4 პირი დაჯარიმდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ, 3 მაისს რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 43 ანალიზიდან კოვიდ-19-ზე 40 უარყოფითია, სამის პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან.

ამავე ცნობით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება. თვითიზოლაციის პერიოდს კი 174 ადამიანი გადის. ჯამში თვითიზოლაცია მოეხსნა 889 მოქალაქეს.

გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის 4 პირი დააჯარიმეს. კერძოდ, 1 პირი თვითიზოლაციის წესების, ხოლო 3 მოქალაქე საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დააჯარიმეს.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი : კომპანიები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის სარგებლობისა და დასაქმებულების შესახებ არასწორ ინფორმაციას წარმოადგენენ, დაჯარიმდებიან
შემდეგი სტატიალევან რატიანი : მედპერსონალის მდგომარეობა არის სტაბილური, გართულებების გარეშე