საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 25, 2020 20:10

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება

“ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას.

იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ და კვლავ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში, მიუდგეთ დღევანდელ სიტუაციას პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, – აღნიშნულია კუს ტბის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 25, 2020 20:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics