საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტიანად უმკლავდება ვირუსის გავრცელების შეკავებას.

„საქართველომ გადადგა სწორი პრევენციული ნაბიჯები, ასევე როდესაც რეაგირება მოახდინა შემდეგ გამოვლენილ შემთხვევებზე. ყველა მიმართულება არის კოორდინაციის ქვეშ. ყველა ზომა რაც იქნება აუცილებელი, რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება მიღებული დაგვიანების გარეშე. ახლა არის პროფესიონალური, გამბედავი გადაწყვეტილების დრო და ხელისუფლება ასეც აკეთებს. ყველა ზომები დამუშავების პროცესშია და ამაზე არა მხოლოდ ფიქრი, არამედ მუშაობა დაწყებულია, რომ მომავალში რაც იქნება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშითვითიზოლაციაში სამეგრელოდან ყველაზე მეტი პირი ფოთშია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღემდე არ ყოფილა