სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადება უწყებაში 14:00 საათზე გაკეთდება.
უწყება თემას არ აკონკრეტებს, თუმცა სავარაუდოდ სუს-ში 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება.
აღნიშნულ ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გააკეთა. იან კელიმ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით დეტალებს გაავრცელებს.