საგანგებო: ამ კვირაში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, იზრდება ტყის ხანძრების რისკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.

უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში.

“აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს”- აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა, შუღლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით ამას ვერ მივაღწევთ – ილია მეორე
შემდეგი სტატიახუთ დღეში – სწრაფად და მკაცრად დაისაჯნენ თავხედი ნაციონალისტები – მედვედევი აგვისტოს ომზე