“საგანგაშოა რომ დაიღუპა თავისუფლების აღკვეთის ადგილას” – ლომჯარია კვარაცხელიაზე საუბრობს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საგანგაშოს უწოდებს 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას თავისუფლების აღკვეთის ადგილას დაღუპვას და საქართველოს ხელისუფლებას ქმედით ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის აუცილებლობას.

“საგანგაშოა ის გარემოება, რომ თვითმხილველი და ადგილობრივები საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე, რა თქმა უნდა საგანგაშოა ის, რომ სწორედ თავისუფლების აღკვეთის ადგილას დაიღუპა, გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომლის გარშემოც ამდენი კითხვები არსებობს და იმედს ვიტოვებ რომ ექსპერტიზა დაადგენს გარდაცვალების მიზეზებს. შეახსენებს ეს ფაქტები ყველა, საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მათ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან,”-აცხადებს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატია“ყელზე არის თოკის ჩანართები და ნაჭდევები” – კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა